შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის ისტორიული დამარცხება, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა - ეს არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება ჩაურევლობის საერთაშორისო პრინციპს

რაც უფრო ნათელი ხდება ოპოზიციის ისტორიული დამარცხება, მით უფრო აგრესიული ხდება ქვეყნის გარედან საარჩევნო პროცესში ჩარევა. ეს არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, კერძოდ, ჩაურევლობის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ქვეყნის შიდა საქმეებში დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური აქტორი ერევა.

„სამწუხაროა, როდესაც ამას ვხედავთ დასავლეთიდან ზოგიერთი პოლიტიკური აქტორის თუ სხვადასხვა კომენტატორის მხრიდან, რომელიც ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და ქვეყნის შიდა პროცესებში ერევა. დღითიდღე აგრესიული იმიტომაც ხდება, რომ ხედავენ, ოპოზიციას შანსი არ აქვს ამ არჩევნებზე და ასეც მოხდება 26 ოქტომბერს. ხალხის მხრიდან საბოლოო განაჩენი იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული პარტიებისთვის, ხალხის მხრიდან“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება