გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა, ზესტაფონის  საკრებულოს დეპუტატმა დატოვა

გიორგი გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ჭანტურიძემ დატოვა.

ჭანტურიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.

მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში. მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში!

ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის!

ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს“,- წერს ჭანტურია.

ლევან ჭანტურია დღეს უკვე მეორეა, ვინც გიორგი გახარიას პარტია დატოვა. პარტიიდან წავიდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ივა ჩუბინიძეც.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება