შალვა პაპუაშვილი - თვალთმაქცობაა, როცა ევროპელი პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების გაოცებულ სახეებს ვხედავთ, „ნაცმოძრაობის“ მიმართ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას - ეს აზიანებს ევროპის იმიჯს

თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას - ეს აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში, როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ეს ევროპა არ არის“.

„სამწუხაროა, თვალთმაქცობის ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც ვხედავთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისა თუ დიპლომატის გაოცებულ სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის დაწყებაზე საუბრისას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური, გარანტირებული უფლება. ამის ფონზე ვხედავთ, რომ გერმანიაში წამყვანი, მათ შორის, სახელისუფლებო პარტიები აპირებენ, რომ ერთ-ერთი პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაუქმებისთვის მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს; ვხედავთ სისხლის სამართლის პროცესებს წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს თავად ევროპის იმიჯს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც ხედავენ, რომ ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, არ არის დასაშვები ხარისთვის. ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ის, რაც დასაშვებია გერმანული პარტიებისთვის, არ არის დასაშვები ქართული პარტიებისთვის. ის, რაც დასაშვებია ფრანგული მართლმსაჯულებისთვის, არ არის დაშვებული ქართული მართლმსაჯულებისთვის. ასე არ შეიძლება. ეს არ არის ევროპა. ევროპა გულისხმობს თანასწორობას და თანასწორ მოპყრობას ყველგან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ შეგვხედონ, როგორც თანასწორებს და არა, როგორც მცირე დაქვემდებარებულ ერს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს