შალვა პაპუაშვილი - ტყუილის გავრცელება უნდათ, თითქოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერდა - სტატუსი შეჩერებული არ არის

ტყუილის გავრცელება უნდათ, რომ თითქოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერდა, ეს მათ თავიანთ განცხადებაშიც უწერიათ, ოღონდ, სადღაც მე-7 აბზაცში, რომ ყურადღება არ მიექცეს. სტატუსი შეჩერებული არ არის, დღესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცესკოშია რეგისტრირებული, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი, ამიტომ ეს ინფორმაცია ტყუილია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახლა მსხვერპლის როლს ირგებს, რათა არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინოს.

„ისინი ამ ტყუილს იყენებენ იმისათვის, რომ შექმნან მსხვერპლის შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცა, ვიღაცას დევნის. ეს სააკაშვილის მეთოდია, როცა შიმშილობა დაიწყო და აიყოლია უცხოელები, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ გაათავისუფლებთ მოკვდება ადამიანი, როცა ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ამდენ თავის შეწუხებას - არ ჯობია შიმშილობა შეწყვიტოს და ჭამა დაიწყოს? ამაზე პასუხი არ იყო.

ზუსტად, ასე იქცევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მსხვერპლის როლს თამაშობს, იმ მიზნით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინოს. ეს არის მათი ამოცანა.

რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, ეს პირველი შემთხვევა არ არის, სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილებები.ერთადერთი საკითხია აქ - თუ კი ორგანიზაცია საარჩევნო კამპანიას ეწევა, მისი უფლებაა ეს, არავინ არ უზღუდავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის პარტიულ საქმიანობას უთანაბრდება და ამიტომ ერთადერთი რამ მოეთხოვება, რომ გაასაჯაროოს ფინანსები, რომელიც ამ კამპანიას უკავშირდება და არა სხვა საქმიანობას.

ამ საარჩევნო კამპანიისთვის, აგიტაციისთვის, რომელსაც ხარჯავს გაასაჯაროოს, რა შემოსავალი და გასავალი აქვს. ამას არჩვებში მონაწილე 19-ვე პარტია აკეთებს და არავის არ აქვს რაიმე პრობლემა

გუშინაც ვნახე, რომ მათ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მონიტორინგის ვებგვერდი განაახლეს, ჩვეულებრივად ახორციელებენ მონიტორინგს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი