სახალხო დამცველი არჩევნებში მონაწილეობის უფლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა - სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეძლონ.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზოგიერთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები ვერ მოხვდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა სიაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დადგენილი პროცედურების დაცვა და რეგისტრაციის დროულად გავლა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

დადგენილი პროცედურების გავლის მიუხედავად, თუ თქვენი მონაცემები საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა, ან თვლით, რომ სხვა ფორმით ირღვევა თქვენი უფლებები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომართოთ სახალხო დამცველს. აპარატი თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის და განახორციელებს კანონით განსაზღვრულ რეაგირების ღონისძიებებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე