მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ბაღების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მსოფლიო ბანკის ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) მხარდაჭერით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის სიმულაციური პროცესის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ადრეული და სკოლამდელი განათლება. ამის დასტურია ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომლის განხორციელებაც 2022 წლიდან დაიწყო. აღნიშნული რეფორმა თავისი მასშტაბებითა და მნიშვნელობით უნიკალურია. მასშტაბზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფომ გადაწყვიტა რეფორმის ფარგლებში ერთიანად დაეწყო ზრუნვა როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებზე. რაოდენობრივ ჭრილში წარმოდგენილი ეს მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია. ორი ათასზე მეტი დაწესებულება უკვე მოქცეულია ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოში და კანონით განსაზღვრული ეტაპების შესაბამისად გადის განვითარების ეტაპებს. საბოლოოდ, ჩვენი ხედვაა მივიდეთ იქამდე, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის საფეხური გახდეს სავალდებულო და ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის“ - მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე წულაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, მსოფლიო ბანკისა და ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლები. ასევე, ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრები.

2024 წლის განმავლობაში სიმულაციური ავტორიზაცია 6 დაწესებულებაში განხორციელდა. პროცესში ჩართული იყვნენ თბილისის 101 საბავშვო ბაღი, თეთრიწყაროს, გორის, დედოფლისწყაროს, ხელვაჩაურის და ბოლნისის საბავშვო ბაღები.

სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი გამოცდილებითი სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს რეალური ავტორიზაციისთვის მომზადებას.

პროცესში გამოცდილება მიიღეს თავად საბავშვო ბაღებმა, ავტორიზაციის ექსპერტებმა, ავტორიზაციის საბჭომ და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა. პროცესში გამოვლენილი მიგნებები და გამოწვევები გამოყენებული იქნება სამომავლოდ პროცესების დახვეწისა და განვითარებისთვის.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეალური ავტორიზაციები 2025 წლიდან დაიწყება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ავტორიზაციის გავლის განრიგის შესაბამისად.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში დაწესებულებების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი