სალომე ზურაბიშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები განმსაზღვრელი იქნება - არსებობს ბევრი ძალა, რომელიც მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია

საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან დემოკრატიული, პროევროპული ძალები, ყოველთვის წარმოადგენდნენ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ იციან, სად არის ჩვენი მომავალი, მათ იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პანელის მოდარეტორმა პრეზიდენტს შეკითხვა ქვეყანაში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით დაუსვა, კერძოდ, ფიქრობს თუ არა ის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს.

„საქართველოს მოსახლეობა, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, რომ შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, 80 პროცენტი მოსახლეობის, წლების განმავლობაში, მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს განმსაზღვრელი იქნება. არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინა, რადგან ის იბრძვის როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის, ის ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპის მომავალი განისაზღვრება უკრაინის ომის შედეგით, მოლდოვის არჩევნების შედეგით და საქართველოს არჩევნების შედეგით. ეს განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებას და შავი ზღვის, როგორც თანამშრომლობის ზღვის, როგორც მშვიდობისა და დაკავშირებადობის ზღვის მომავალს. ეს განსაზღვრავს ევროპის როლს კავკასიაში. ეს განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზას ადგას. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამ დღეებში სასწორზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი