სალომე ზურაბიშვილი - სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება

სასამართლო სისტემას სრული რეფორმა ესაჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სრული რეფორმა. სრული რეფორმა, რომელიც შეესაბამება „ქართულ ქარტიას“, რომელსაც ახლა ყველა პროევროპულმა პარტიამ მოაწერა ხელი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალე, მომავალ თვეში, მართლაც დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ღრმა რეფორმა. მე საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტი გამომიცხადა, თუმცა სამი მოსამართლე არ დაეთანხმა, რაც იმედის საფუძველს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს და ძალიან სწრაფად. ვფიქრობ, რომ ევროპელ პარტნიორებთან და ამერიკელ პარტნიორებთან ევროკავშირთან დაახლოების მთელი პროცესი სწრაფად უნდა განვაახლოთ, ასევე, წვრთნები უნდა განახლდეს, რომელიც შეჩერებულია. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და იმედი მაქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიან სასამართლო პროცესს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი არსებობს, რაც საქართველოს სასამართლოებში შეიძლება სამართლიანი იყოს.

„სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბევრი სასამართლო პროცესია, არ არის მხოლოდ ერთი სასამართლო. არაფერი არსებობს, რაც შეიძლება დღეს საქართველოს სასამართლოებში სამართლიანი იყოს”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს