ანონსი 2 ოქტომბერი

2 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: შიო ჩიტაძის ქ.11

საკონტაქტო: თამარ სიმონია - 575 778 166

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ახალციხეში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სოფიო ხორგუანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მოქალაქეობის საკითხი.

მის: ახალციხე, ნათენაძის 16, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.

2 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“ დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე და სხვა თანადამფუძნებლები ბრიფინგს გამართავენ.

მის: კოსტავას 75გ

2 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს წარადგენს.

მის: ინგოროყვას 7

2 ოქტომბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო Hilton Garden Inn-ში ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მისიის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. მათ შორის, განიხილება შემდეგი საკითხები: საპარლამენტო არჩევნების წინ მედიაგარემო; მედიის პლურალიზმი და მედია მფლობელობისა და დაფინანსების გამჭვირვალობა; „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონი და ა.შ“.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 64ა, სასტუმრო Hilton Garden Inn, ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.

2 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი თამარ კორძაია, განცხადებას გააკეთებს.

თემა: სააპელაციო საჩივარი საზღვარგარეთის უბნების გახსნასთან დაკავშირებით

მის: სააპელაციო სასამართლო, რობაქიძის გამზ. 7ა

საკ: ნათია ქაქუჩაია 598 733 902

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება