პრეზიდენტი - ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს - ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა - ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში მედიის მიერ დასმულ კითხვას, „მიისწრაფვის თუ არა საქართველო ნატოსკენ? როგორ მიმდინარეობს საქართველო - ნატოს ურთიერთთანამშრომლობა?“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი.

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს.

ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია. იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა. ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი მომავალი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვარშავაში, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი