გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ქალაქ ბუდაპეშტში კონფერენციაზე „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება“ სიტყვით გამოვიდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ეგიდით, უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ორგანიზებით გამართული კონფერენცია სასურსათო ნარჩენებისა და სასურსათო სისტემების მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ გახსნა.

ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღო კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“.

მათივე ცნობით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კანონის მიღებით საფუძველი ჩაეყარა თვისობრივად ახალი სისტემის ჩამოყალიბებას. კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციასთან და შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ასევე, სურსათის აღდგენისა და შემდგომი გადანაწილების წახალისება.

„დღევანდელი კონფერენცია და კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, მათ შორის, საქართველოსთვის, რომელიც ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. მიმდინარეობს კომპლექსური მუშაობა FAO-სთან ერთად, რაც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი, უვნებელ, ჭარბ სურსათს უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

უწყების განმარტებით, კონფერენციას „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” ათამდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი პირები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალის პანელურ დისკუსიაში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთი, ჩეხეთი და კვიპროსი მონაწილეობდა. გამართულ ღონისძიებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში, თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში