Euronews - ტურიზმი და მშვიდობა- მსოფლიო ტურიზმის დღის თემა საქართველოში

საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას, თემატიკით - „ტურიზმი და მშვიდობა“ პირველად უმასპინძლა. მასშტაბურ მოვლენას ­მსოფლიო მედია ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, Euronews-ის ობიექტივში მოექცა.

ჟურნალისტი, ლოტი ლიმბი წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემად მშვიდობის შერჩევის მოტივაციაზე წერს: „საქართველოს ისტორია სახელგანთქმულია მისი დაპყრობის მცდელობებით. ამ ქვეყანაში მისასალმებელი სიტყვა, „Gamarjoba“ ითარგმნება, როგორც „იყავი გამარჯვებული“.

„საქართველოსთვის ჩვეული მოვლენაა მტრის შემოსევა, შესაბამისად, სიმბოლურია მშვიდობის თემატიკის მატარებელი მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლად საქართველოს ამორჩევა“, - აღნიშნა მან.

ადმინისტრაციის განმარტებით, სტატიაში საუბარია მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების კონკრეტულ როლზე - გამოავლინოს ტურიზმის, როგორც მშვიდობის დამყარების და კულტურული ურთიერთგაგების კატალიზატორის ფუნქცია.

ჟურნალისტი იშველიებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის სიტყვებს: „ მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედი კონფლიქტურ არეალში ცხოვრობს. უმრავლესობას პირადად გვაქვს გამოცდილი ომით მიღებული საშინელი შედეგები. ეს უარყოფითი გავლენა საომარ ზონებს მიღმაც კი გავრცელდა“.

Euronews-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველო ტურისტებისთვის, ამომავალი ვარსკვლავია ქვეყანა სტუმრების გაოცებას საკუთარი ბუნებით და კერძებით არ წყვეტს.

ავტორი სტატიაში ურთავს ზურაბ პოლოლიკაშვილის სიტყვებს -„ტურიზმის სექტორი ყველაზე ჰუმანურია. ყველა მოგზაურობა ქმნის კავშირებს, ტურიზმი კი აერთიანებს და ერთმანეთთან აახლოებს ხალხს. ტურიზმი ნდობის და ურთიერთპატივისცემის მაშენებელია“.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება თბილისში გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და სექტორის პროფესიონალები ეწვივნენ.

მსოფლიო ტურიზმის დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს იმართება.

https://www.euronews.com/travel/2024/09/27/every-journey-leads-to-a-connection-why-peace-is-the-theme-of-this-years-world-tourism-day?fbclid=PAZXh0bgNhZW0CMTEAAaYEXZje5tZwVNfDxa-LDcPprBNsPzwhxO1BpYG5T1Fj_WM42abi7cI8Zus_aem_Y79ikm12wtCuIFdZOqpZZg

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია