რაჟდენ კუპრაშვილი - ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს და მე აღვასრულე კანონი

ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს და მე აღვასრულე კანონი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ მან ჟურნალისტებთან განმარტა, კანონის დათქმა არის შემდეგი-თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში, „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტების“ სტატუსი იხსნება.

„ჩვენ, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილება „დემოკრატიის ფესტივალის“ მიმართ გამოვიყენეთ, ასევე გამოვიყენეთ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიმართ, რომლებმაც მოგვიანებით, პოლიტიკური პარტია შექმნეს. შესაბამისად, ამ კანონის დათქმა არის შემდეგი-თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში, ეს სტატუსი იხსნება. ფესტივალს რაც შეეხება, მათი წევრები შეუერთდნენ პარტია "ლელოს" და დანარჩენი წევრები, რომლებიც არ შეუერთდნენ, მოგვმართეს განცხადებით, მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ეს სტატუსები მოეხსნათ. რაც შეეხება "აირჩიე ევროპას", „აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“,-განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. „სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის