„ევროპელი დემოკრატები“ ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავაში უსაფრთხოების ფორუმზე შეხვედრებს მართავენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, 2 ოქტომბერს გაიმართა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილესთან დენიელ ფრიდთან. შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაზე და საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე.

„დენიელ ფრიდი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს და კარგად იცის საფრთხეები, რაც შესაძლოა ქვეყანას დღეს ემუქრებოდეს ოკუპანტი ქვეყნიდან. ბატონი ფრიდი კარგად არის ინფორმირებული თუ რა ვითარებაა შექმნილი საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რაც იყო ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. დენიელ ფრიდმა გამოხატა სურვილი, საქართველოში არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში, რაც უზრუნველყოფს შედეგს, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიული პროცესების განვითარების და ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს