რაჟდენ კუპრაშვილი - ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს - პარტიები ვალდებულები არიან, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა

ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს - პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა ანტიკორუფციული ბიურო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოლიტიკური შინაარსის რეკლამებში დახარჯული

თანხებით. კუპრაშვილის თქმით, კანონი ითხოვს, რომ ასეთი ხარჯები აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული და ბიურო ამასაც შეისწავლის.

„ალბათ, თქვენ გახსოვთ ჩემი პირველი ბრიფინგი, სადაც მე ვსაუბრობდი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დანახარჯების არგასაჯარაობაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან, 8 თვის ანგარიშები სხვა ხარისხით იქნა წარმოდგენილი, რაც კარგია. რაც შეეხება ყველა დანახარჯს - პოლიტიკური პარტია ვალდებულია, ყველა დანახარჯი საზოგადოებას მიაწოდოს იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს კანონმა განსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს რომელიმე სუბიექტის მხრიდან ისეთი დანახარჯების არსებობას, რომელიც კანონის მიღმა და უგულებელყოფით ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გამოვიკვლევთ. ახლა მიმდინარეა მონიტორინგის პროცესი. ჩვენ ვსწავლობთ ყველა პოლიტიკური პარტიის 8 თვის დანახარჯებს. ასევე იცით, რომ არჩევნების დღემდე, პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან სამ ეტაპად წარმოადგინონ თავიანთი დანახარჯები და ყველა ამ დანახარჯებთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა და შესწავლა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს ფაქტებიც შესწავლილი იქნება. კანონი ითხოვს იმპერატიულად, რომ ასეთი ხარჯები აუცილებლად უნდა იყოს გასაჯაროებული. წერტილი“, - განაცხადა კუპრაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში