მიხეილ სააკაშვილი - მიხარია, რომ ოპოზიცია ძალას იკრეფს - ამ ძალაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული

მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები ძალას იკრეფენ - ამ ძალაშია ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული და მის ომის და შიშის პარტიაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნება“ არის შიშის და ომის პარტია.

„მიხარია, რომ ოპოზიციური ძალები ძალას იკრეფენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამ ძალაში არის ჩვენი გამარჯვების რეცეპტი, ვერავინ წამოაგეს იმაზე, რომ ერთმანეთს ურტყან, ყველას სამიზნე ოლიგარქზე აქვს გასწორებული და მის ომის და შიშის პარტიაზე. „ქართული ოცნება“ არის შიშის და ომის პარტია. ყველა მეგობარი დაგვაკარგვინეს, საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაში ისე მოაქციეს, რომ არავინ არ იქნება ხმის ამომღები. როგორც ამათ უნდათ, რომ გადაგვიარონ და ჩაგვტკეპნონ მიწაში, სიკვდილი და უბედურება შემოიტანონ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია რუსეთთან - უბედურება, ომი, საფრთხე. ეს ყოველივე საუკუნეების განმავლობაში რუსეთთან იყო დაკავშირებული, ხოლო ეს პარტია, რომელიც ცდილობს ხალხი დააშინოს - ომით, ეს არის მშვიდობის მთავარი მტერი. მშვიდობა არის ევროპაში, ოპოზიციის გამარჯვებაშია მშვიდობის და კეთილდღეობის გასაღები. ის, რაც დღეს ხდება უზარმაზარი საფრთხის საწინდარია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა