ლევან სანიკიძე - 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ - მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ. 26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა

მან ის ფაქტი შეაფასა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელის შეხვდება და განმარტა, რომ ოფიციალური პირებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულ იზოლაციაშია მოქცეული, მათ უბრალოდ ხელს არ ართმევენ. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე ვნახეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამასპინძლებაზეც კი უარი უთხრეს, რაც ნამდვილად სამარცხვინო იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის.

ოფიციალური ორგანოებიდან და პირებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ამ პროდასავლური ფორმით ქართველი ხალხის წარმომავლობას.

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრიდან ჩვენს პროდასავლელ მეგობრებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვს - სანქცირებულ ხელისუფლებასთან აღარ მოუწევთ ურთიერთობა.

26 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ, მომავალ კოალიციასთან, პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო