ლევან მაჭავარიანი - დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს - ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია

დეზინფორმაციაა აშშ-ს საელჩოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი დე ფაქტო დასანქცირებაში აშშ-ს ადებს ხელს - ასეთი განცხადება არც ივანიშვილს და ჩვენი გუნდის არც ერთ წევრს არასდროს გაუკეთებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა განმარტა, როცა მმართველი გუნდი გარე ძალებზე საუბრობს, არ საუბრობს არც აშშ-ზე, არც ევროკავშირზე და არც ევროკავშირში შემავალ რომელიღაც ქვეყანაზე.

„ჩვენ ყოველთვის გარკვეულ ძალებზე ვსაუბრობთ, რომელსაც სამწუხაროდ, ძალიან დიდი გავლენა აქვს როგორც აშშ-ს, ასევე ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და ბევრ პოლიტიკოსზე.

ჩვენს შემთხვევაში ამას "გლობალური ომის პარტია" დავარქვით. ამერიკაში ათწლეულებია ამ ძალებს "დიფ სთეითს" ეძახიან. ამ გარე ძალებზე საუბრობს ბევრი ექსპერტი, საუბრობს აშშ-ს ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი.

რა თქმა უნდა, ეს ძალები არსებობენ და სამწუხაროდ, მას ძალიან დიდი გავლენა აქვს აშშ-სა და ევროკავშირის ბიუროკრატიაზე, ასევე რიგ პოლიტიკოსებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში

არიან გარკვეული ძალები, რომელსაც ჩვენ პირობითად "გლობალური ომის პარტიას" ვუწოდებთ - ასეთი ძალების არსებობას ადასტურებს ბევრი სერიოზული ექსპერტი და პოლიტიკოსი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს