ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს, იმ მიზნით, რომ წარმოაჩინოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ

„ქართული ოცნება“ ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა საკუთარ ინტერესებში გამოიყენოს, იმ მიზნით, რომ წარმოაჩინოს, თითქოს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები საქართველოსთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული პოზიცია მათ მიმართ რაიმე ფორმით შეცვალოს და პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენოს ის, თითქოს დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს საქართველოსთან და ივანიშვილთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. თუმცა, ორივე პარტია – როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული – ნათლად და მკაფიოდ ამტკიცებენ, რომ დგანან ქართველი ხალხის გვერდით. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ერის მისწრაფებებს ეწინააღმდეგება, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 78- ე მუხლითაც არის დამტკიცებული“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს