„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„შეხვედრამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, რადგან მისმა მონაწილეებმა 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან 12 წლის გასვლა ერთად აღნიშნეს, გაიხსენეს ის დღე, მისი შემდგომი მოვლენები და ქართული ოცნების მიღწევები.

აღინიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სხვა სიკეთეებთან ერთად საქართველოს მოუტანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს კი რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში.

შეხვედრის მონაწილეებმა მიულოცეს ერთმანეთს და საზოგადოებას საზეიმო თარიღი და იმედი გამოთქვეს, რომ მშვიდობის შენარჩუნების ფონზე ქვეყნის წინსვლა და ევროინტეგრაცია ისევ გაგრძელდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის უფროსი კახა სამხარაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს