დიმიტრი პესკოვი - ოლაფ შოლცთან ჩვენი ურთიერთობები პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და ჩვენი ინიციატივით არა

გერმანიის მხრიდან ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის თხოვნა არ ყოფილა, - ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ოლაფ შოლცი „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

„არა, მათ არ უთხოვიათ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ოლაფ შოლცთან კონტაქტი არ ჰქონია.

„როგორც ასეთი, საერთო თემები არ არსებობს, ჩვენი ურთიერთობები პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი და ჩვენი ინიციატივით არა“, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია