გია ვოლსკი - რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების განზე გადგომა და მათი მხრიდან წითელი ხაზების გავლება მხოლოდ ერთ მიზანს უკავშირდება - ეს არის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია

რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების განზე გადგომა და მათი მხრიდან წითელი ხაზების გავლება მხოლოდ ერთ მიზანს უკავშირდება - ეს არის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, - ასე ახსნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ანტიკორიფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომელმაც ორგანიზაციებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და "აირჩიე ევროპა" "გაცხადებული პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტების" სტატუსი გაუუქმა.

ვოლსკის თქმით, „ყველამ უნდა დაიხსომოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება, ხოლო ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება, მით უფრო, რომ ასეთი სურვილი "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია".

„საზოგადოების გარკვეული ნაწილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" გარშემო გაერთიანდა. საზოგადოების ეს მცირე, გამარგინალებული ნაწილი გაპოლიტიკოსებულ არასამთავრობო ორაგნიზაციების გუნდს წარმოადგენს.

მათ გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურ ველზე იყვნენ, თან არავინ არაფერი არ უნდა მოსთხოვოს - არც ტრანსფარენტულობა, არც გამჭვირვალობა. მათთვის დაწერილი კანონი არ არსებობს!

როდესაც ვამბობთ, რომ ისინი არჩევნებზე დამკვირვებლებად მაინც უნდა იყვნენ დაშვებული, ვგულისხმობთ იმას, რომ მავნებლობის ხარისხი, რისი დათესვაც სურთ, უნდა იყოს დაზღვეული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" სტატუსი "საერთაშორისო გამჭვირვალობას, მის ხელმძღვანელს ეკა გიგაურს, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპას", მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებს გაუუქმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება