გია ვოლსკი - მხოლოდ ავადმყოფ და უტიფარ თავში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ ივანიშვილი ფულის გადასარჩენად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს

დამისახელეთ ერთი მაგალითი, როცა ბიძინა ივანიშვილი დიდი ფულის ფასად საქართველოს ინტერესებს დაუპირისპირდა - მხოლოდ ავადმყოფ და უტიფარ თავში შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ ივანიშვილი ფულის გადასარჩენად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, - ეს განცხადება მედიასთან "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, არ არსებობს სანქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ისეთ ნაბიჯს გადაადგმევინებს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირდება.

„დამერწმუნეთ, როგორც არა ერთ ადამიანს, შესაძლებლობა ჰქონდა ნებისმიერ გარიგებაზე წასულიყო და თავისი ფინანსური რესურსებით სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან ერთად საკმაოდ წყნარად იცხოვრებდა, მაგრამ მისი რესურსის უშველებელი ნაწილი საქართველოს ეკუთვნის. მას საქართველოს იქეთ არც ინტერესი ჰქონია და არც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაუდგამს ნაბიჯი. ამის საპირისპიროდ ძალიან ბევრი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება