ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე - რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა - დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია

რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა.

„რა საერთაშორისო პრაქტიკაც არის, იმ პრაქტიკას მიჰყვება ჩვენი კანონმდებლობა. ეს არის ის, რომ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა. რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი საკონსულო რეგისტრაციის გავლა, საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმისდა მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას იხსნება უბნები. ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შესაძლოა გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყოს 2, 3 და 4 უბანიც კი. ყველაფერი საარჩევნო პრინციპების დაცვით წარიმართება, არსებულის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები“,- აღნიშნა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე