ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება

ემიგრანტების თემა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია, ისინი ამ თემაზე დებატებშიც კი არასდროს შემოდიან - ივანიშვილის ნება რომ იყოს, მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს იმ ემიგრანტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ხმის უფლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ქართულ ოცნებას" რა ჰგონია, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ხალხი რომ ემიგრაციაში გარბის, გაჭირვებას რომ გაურბის, ის ემიგრანტები ივანიშვილს დაუჭერენ მხარს? როგორ გაგვაღარიბე, რა კარგია, რომ გაგვაქციე ქვეყნიდან, როგორი მადლიერები ვართ, რომ შვილები დავტოვეთ და ამიტომ თქვენ დაგიჭერთ მხარსო? გვესმის, რომ ივანიშვილს ემიგრაციის ეშინია, იმიტომ რომ ეს ხალხი მისი პოლიტიკის შედეგად წავიდა ქვეყნიდან. დატოვეს ოჯახები, ვერ ნახულობენ შვილებს, დას, ძმას და ამიტომ, რა არის არანორმალური იმაში, რომ ემიგრაციის 90% ივანიშვილის წინააღმდეგია? რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ შეიძლება ემიგრანტებმა მათ მხარი დაუჭირონ? მოდი, ამ თემას შეეშვან, რა. არ არიან მანდ ძლიერები. მე გუშინ ვნახე, ბადრი ბასიშვილმა გაგვაცნო ოჯახი, რომლის 10 წევრიდან 9 ემიგრაციაშია და ასეთი ოჯახები ბევრია, ამიტომ ფაქტია, რომ ემიგრანტების თემა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია. ისინი ამ თემაზე დებატებშიც კი არასდროს შემოდიან. ივანიშვილის ნება რომ იყოს, ვისაც აქვს უფლება არჩევნებში მონაწილეობის, მაგათაც არ მიაღებინებდა და მაქსიმალურად დახურავდა საარჩევნო უბნებს ემიგრანტებისთვის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ იმ უბნებზე, რომლებიც გახსნილია ემიგრაციაში, მაქსიმალური გამოცხადება იქნება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა