PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან

PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან.

„PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული მისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან“, - წერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. მანამდე, აღნიშნულის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოუწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება