დავით აბესაძემ „თიბისი“ ლიზინგის მიერ მოზიდული CDP-ის პირველი ინვესტიციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ, „თიბისი“ ლიზინგის მიერ CDP-ისგან 10 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსის მოზიდვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრანზაქცია Cassa Depositi e Prestiti-ის პირველი ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყნის ფინანსურ სექტორში.

სიტყვით გამოსვლისას, დავით აბესაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კერძო და საჯარო სექტორის კოორდინირებულ მუშაობასა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ძლიერი და კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზრის განვითარება მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან. ამ კუთხით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების როლი უმნიშვნელოვანესია, რასაც დღევანდელი ტრანზაქციაც მოწმობს.

ეროვნული ბანკი მზადაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს”, - განაცხადა დავით აბესაძემ.

ასევე, დავით აბესაძემ ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული 2023 წელს "თიბისი" ლიზინგიც გახდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში "თიბისი" ლიზინგს 15 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების ემისიის ხარჯები დაუფინანსდა. ნიშანდობლივია, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის თანაინიციატორი ეროვნული ბანკიც იყო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

“გასული წელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ზრდის მხრივ რეკორდული იყო, ქართულმა კომპანიებმა 1,1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების შიდა ობლიგაციები გამოუშვეს. „თიბისი“ ლიზინგმა კი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ 15 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა“, - აღნიშნა დავით აბესაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პაველ ჰერჩინსკი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს