სერგო ჩიხლაძე - ბორჯომსა და წაღვერში შევხვდით ადგილობრივებს, თითოეული მოქალაქის განწყობა ძალიან პოზიტიურია - სწორედ ეს გვაძლევს გამარჯვების იმედს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, სერგო ჩიხლაძე და ირაკლი ფავლენიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჩიხლაძის თქმით, მოსახლეობას სურს ცვლილებები და განვითარება, რაც ოქტომბრის არჩევნებშიც აისახება.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები წინასაარჩევნო შეხვედრებს ვმართავთ ბორჯომსა და წაღვერში, შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინეთ მათი საჭიროებები. ყველა ამ შეხვედრიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის მთავარი დაკვეთაა წინსვლა, განვითარება. მათ სურთ, რომ ქვეყნიდან გაქცეული ოჯახის წევრები, ემიგრანტები საქართველოში დააბრუნონ. ზუსტად ჩვენი, ერთიანობის იმედი აქვს საზოგადოებას და ძალიან კარგად ახსოვთ, თუ როგორ განვითარდა, როგორ ტრანსფორმირდა ბორჯომი და ზოგადად ეს რეგიონი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თითოეული მოქალაქის განწყობა ძალიან პოზიტიურია და სწორედ ეს გვაძლევს გამარჯვების იმედსაც", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს