არარატ მირზოიანი - ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს არ სურს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას

სომხეთი ვერ ხედავს აზერბაიჯანის მხრიდან პოლიტიკურ ნებას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისთვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვარშავაში, უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„არსებობს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების თითქმის საბოლოო პროექტი, მაგრამ არ არის ხელმოწერილი, რადგან აზერბაიჯანი ყოველ ჯერზე ახალ წინაპირობებს აჩენს. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არ სურთ ხელი მოაწერონ შეთანხმებას“, - აღნიშნა მირზოიანმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესათანხმებელი, მაგრამ, მირზოიანის განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს.

„ჩვენ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და გავაგრძელოთ მუშაობა დარჩენილ საკითხებზე. დიდი სამუშაო ჩატარდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის, ესკალაციისა და სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმების მიუხედავად. სომხეთი მოლაპარაკებების დროს კონსტრუქციულია“, - განაცხადა მირზოიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე