ირაკლი ქარსელაძე - ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის

ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას მოიცავს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება, რომლის შედეგადაც, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის ცენტრალური არეალის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, ბორჯომის ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ისტორიული პარკი განახლდება.

„პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს, დამონტაჟდება დამცავი ჯებირები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები. სრულად განახლდება ბორჯომის ისტორიული პარკის ინფრასტრუქტურაც, მოეწყობა გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეები. ასევე, დაემატება მწვანე ნარგავები, განახლდება საფეხმავლო ბილიკები და ამორტიზებული გასართობი ატრაქციონები გამოიცვლება ახალი თანამედროვე ანალოგებით. პარკში მოეწყობა გარე განათების, ირიგაციის და სხვა საინჟინრო სისტემები.

პარკი სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტრის თქმით, ურბანული განვითარების მსგავსი კომპლექსური პროექტი კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ბორჯომში დასვენებას და გაახანგრძლივებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტების ყოფნას ბორჯომში.

პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მისი საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარი იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით