თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე - „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით

„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თინა ბოკუჩავამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარი დაუჭირონ.

„მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები, რაც ეუთოს საფუძველს წარმოადგენს, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგება პუტინის მიერ მაშინ, როდესაც ის უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბომბავს.

ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სხვა ისეთი ავტორიტარების სამარცხვინო მცდელობები, რომ ომის შიშის დანერგვით შეინარჩუნონ ძალაუფლება, როგორიც საქართველოს მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, ივანიშვილის კრემლიდან შთაგონებული პროპაგანდა რუსეთის უძლეველობის მითებს და ცინიზმს ეფუძნება, რომ დასავლეთის მშვიდობისმოყვარე ერები კონფლიქტების გაჩაღებას ცდილობენ.

რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა, პარტია „ქართული ოცნებით“ სათავეში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, შიშის სასოწარკვეთილ ტაქტიკას ეყრდნობა - პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას და ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს.

მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა და უსაფრთხოება აირჩია.

„ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით.

მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა. მადლობას გიხდით ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ირლანდიაში, დუბლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება. საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს ასობით პარლამენტარს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რათა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო