გიორგი ვაშაძე - მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს?

მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში - მივმართავ „ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ „ივანიშვილის დავალებით, კომპანია „ვისოლი“ მათი პარტიის ბილბორდებს ქალაქში არ ათავსებს, „ქართული ოცნების“ მარცხს ვერ უშველის“.

„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ „ერთიანობამ“ უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ. ნომერ პირველი ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ „ოცნება“ და ივანიშვილი.

მივმართავ „ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია „ვისოლს“, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული? არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისგან, ბილბორდების არ გაკვრა ვერ გიშველით.

ეს ხრიკები „ოცნებას“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის. მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება“. უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მილიარდი, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით“,- განაცხადა ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის