ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ჩვენ ბიუჯეტში აშშ-დან გრანტები არ გვქონია - ერთადერთი ევროკავშირის გრანტები იყო და მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი - ბიუჯეტი აშშ-დან არც ერთ გრანტს არ იღებდა, იყო ერთადერთი ევროკავშირის გრანტები და მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გრანტების ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოცულობა, რაზეც უკვე შეთანხმება არის, თუმცა რამდენიმე ახალი პროექტის ინიცირება იგეგმება.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, წელს ევროკავშირიდან გრანტების მოცულობა 100 მილიონი ლარის მოცულობით იყო, მომდევნო წლის შესახებ კი ინფორმაცია ბიუჯეტის საბოლოო პროექტის შემუშავების შესაბამისად დაზუსტდება.

„ეს არის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. ჩვენ მომდევნო 2 თვის განმავლობაში კიდევ გვექნება რესურსების გადახედვის საშუალება . თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი მოგვცემს საშუალებას, რომ რესურსები კიდევ გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში, რომელიც დეკემბერში უნდა დამტკიცდეს, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. მათ შორის, გრანტებზე იყო კითხვა. გრანტებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ის მოცულობა, რაზეც უკვე შეთანხმება არის, თუმცა რამდენიმე ახალი პროექტის ინიცირება იგეგმება, რომელიც მოიცავს როგორც საბიუჯეტო დახმარებით გრანტებს, ასევე საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსების ნაწილის. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი, თუმცა სანამ კონკრეტული პროექტების ჩამონათვალი [არ იქნება], მანამდე ეს თანხები ბიუჯეტში ვერ იქნება ასახული. ალბათ, ერთ-ერთი კარგი რაც აქვს ჩვენს საბიუჯეტო სისტემას, არის გამჭვირვალობა და ამაზე ალბათ, ვერავინ შემედავება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გრანტები წლების მიხედვით, რა პროექტები რომელი ორგანიზაციებიდან იყო. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრანტები ბიუჯეტში არ გვქონდა. ბიუჯეტი არ იღებდა არც ერთ გრანტს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იყო ერთადერთი ევროკავშირის გრანტები და მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში,“ - განაცხადა კაკაურიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის