თამარ კორძაია - რაც უფრო მალე დატოვებენ ივანიშვილის ჩაძირვისთვის განწირულ გემს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, უფრო მალე შეძლებენ საკუთარი თავის გადარჩენას - სხვა შემთხვევაში, მასთან ერთად ჩაიძირებიან

რაც უფრო მალე დატოვებენ ბიძინა ივანიშვილის ჩაძირვისთვის განწირულ გემს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ალბათ, უფრო მალე შეძლებენ საკუთარი თავის გადარჩენას - წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ერთად ჩაიძირებიან,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, არსებობს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუწყდათ.

მისივე განცხადებით, სანქციები „ცალსახად ეფექტურია“.

„ეს არის პირველი ნაბიჯი. რაც უფრო მალე დატოვებენ ბიძინა ივანიშვილის ჩაძირვისთვის განწირულ გემს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ალბათ, უფრო მალე შეძლებენ საკუთარი თავის გადარჩენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ერთად ჩაიძირებიან. ჩვენ ვხედავთ, რომ [სანქციები] ცალსახად ეფექტურია. იმიტომ, რომ ე.წ. კანონიერი გადაწყვეტილებების შეცვლა უწევთ პრემიერ-მინისტრის განცხადებებით. ჩანს, რომ ეს მოქმედებს“,- განაცხადა კორძაიამ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, "რაც არ უნდა სცადოს „ქართულმა ოცნებამ", არჩევნებს წააგებს".

„მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ოცნება“ ვერ დაალაგებს ურთიერთობა საქართველოს ამომრჩეველთან. ისინი არჩევნებს აგებენ, რაც არ უნდა სცადონ, ძალიან გაუჭირდებათ“,- აცხადებს კორძაია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს