პეტრე ცისკარიშვილი - რა კომუნიკაციაც არ უნდა შედგეს მეუფე იაკობსა და ვაშინგტონს შორის, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აუცილებლად მოიტყუება - აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება

რა კომუნიკაციაც არ უნდა შედგეს მეუფესა და ვაშინგტონს შორის, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აუცილებლად მოიტყუება, - ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჯიმ ო ბრაიანის და მეუფე იაკობის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ციკარიშვილის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან, რომელიც შეერთებულ შტატებს მთლიანად „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს, თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება.

„შეერთებული შტატებისთვის, ისევე როგორც სხვა დასავლური ინსტიტუციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანია რწმენა შენს პარტნიორებში. „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, ეს ასპექტი საერთოდ მოირღვა და მოიშალა, ვეღარ ენდობიან მათ განცხადებებს და დაპირებებს, რასაც თბილისიდან ისმენენ. ამიტომ, ახლა ჩათვალა ივანიშვილმა, რომ სასულიერო პირი არის ის ადამიანი, ვის რეპუტაციასაც შეიძლება დაეყრდნოს ეს რეჟიმი და მის მიმართ რაღაც ნდობა შეიძლება ჯერ კიდევ არსებობდეს შეერთებულ შტატებში, ასე ჩათვალეს ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ამ ადამიანსაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. რა დაპირებებიც არ უნდა გასცეს, რა კომუნიკაციაც არ უნდა შედგეს მეუფესა და ვაშინგტონს შორის, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აუცილებლად მოიტყუება და აუცილებლად გადააგდებს, უფრო მეტიც, აშშ-ის მხრიდან უკვე არის გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ამ რეჟიმთან, რომელიც შეერთებულ შტატებს მთლიანად „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს, თანამშრომლობა უბრალოდ, წარმოუდგენელია და ვეღარ გაგრძელდება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტში ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და „დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს