აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია

“რადიო თავისუფლება“ აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია.

ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - მისწერეს “რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ტელეკომპანია “ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. “ფორმულას“ ინფორმაციით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა “საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - “შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, “აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს