ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმეს

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმეს.

„2 ოქტომბერს ისრაელის საჰაერო ძალებმა გოლანის მაღლობებიდან დამასკოს მეზეს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობები მდებარეობს, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო. თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. სირიის დედაქალაქის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ისრაელის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას კატეგორიულად ვგმობთ“, - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება.

ისრაელის საჰაერო იერიშები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებამაც დაგმო.

„ისრაელის ქმედებებს, რომლებიც სირიის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, კატეგორიულად ვგმობთ. ახლო აღმოსავლეთში ძალადობის მიმდინარე ესკალაციის ფარგლებში, მსგავსი აგრესიული ქმედებები მიუღებელია და უკიდურესად საშიში შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მოგიწოდებთ, ძალის გამოუყენებლობის პრინციპი მკაცრად დაიცვათ და არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად პოლიტიკური და დიპლომატიური გზები მოძებნოთ“, - აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა