სალომე ზურაბიშვილი - კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს, ასე რომ ოპოზიციას ვთავაზობ, ტექნიკური მთავრობა შექმნან

ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ. მე მათ ვთავაზობ, ტექნიკური მთავრობა შექმნან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა: „არჩევნების შემდეგ თქვენ კვლავ გექნებათ ინსტიტუციური როლი მთავრობის შემადგენლობაში. უკვე გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნათ კოალიცია საკმაოდ ფრაგმენტულ ოპოზიციასთან?“

„მე მაქვს იდეა, რომელიც არ ეხება შემადგენლობას. პარტიებს, როგორც ვთქვი, საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ, გარდა მათი ევროპული პროგრამისა. სწრაფი ტემპებით გაგრძელება საკმაოდ რთული იქნება და კოალიციურ მთავრობებს მიჩვეული არ ვართ. ამიტომ, მე ვთავაზობ მათ შექმნან ტექნიკური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოს მხარდაჭერაზე (ბრიუსელთან) მოლაპარაკებების დაწყებამდე. პროგრამა კარგად არის ცნობილი. ეს არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნდა იქნას მიღებული სხვადასხვა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პირველი პერიოდის საგზაო რუკა, დრო იმისთვის, რომ ეს პარტიები დაფიქრდნენ და შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორი იქნება კოალიციური მთავრობა ამ პერიოდის ბოლოს.

„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე სტაბილური გარდამავალი ფორმულა. კოალიციური მთავრობის გამოცდილება არ გვაქვს, გარდა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკისა. ასე რომ, ამაზე გულდასმით დაფიქრებაა საჭირო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი