„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა დიდუბეში მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ, დიდუბეში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას ევროპულ გზაზე დააყენებს.

"ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი განწყობაა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ, შევხვდით უამრავ ადამიანს და ყველას განწყობა არის ერთნაირი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დადგეს ევროპულ გზაზე, უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, უნდა დასრულდეს ის მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ: დაბალი ხელფასები, სამუშაო ადგილების არარსებობა, დაბალი პენსიები. ეს ადამიანები, მათ შორის, თბილისელები, იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და აუცილებლად, 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, თბილისის მაცხოვრებლებს ყველაზე მეტად მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი აწუხებთ, რაც მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, „მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობის“ დასრულების, შემდეგ შეიცვლება.

"დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა, ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ვინაიდან არჩევანი არის მარტივი: ერთიანობა, ევროპული კეთილდღეობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი, პენსიონერების დაცვა, შემოსავლების ზრდა და ფასების მაფიის დამარცხება, რადგან ყველაზე მეტად თბილისელებს აწუხებთ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. სწორედ ჩვენ, 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობა და ევროპაში გაწევრიანებით უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვთ თბილისსა და თბილისელებს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის