მარკ რუტე - მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია

მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემთვის ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც ნატო-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია“, - განაცხადა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ.

„სწორედ ამიტომ ვართ უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ასეთი ერთგულები, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლა ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს გამოხატავს“, - აღნიშნა ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში უკრაინაში დღეს პირველი ვიზიტით ჩავიდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის