თინა ბოკუჩავა - შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას

შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს, ისევე როგორც მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტით ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ევროპელ დეპუტატებს, ქართული დემოკრატიის მიმართ თავდადებისთვის, მადლობა გადაუხადა.

„დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპის სახალხო პარტიამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოზე, სადაც ხაზგასმულია 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა საქართველოს ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. რეზოლუციაში ასევე არის მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების, რომელიც სამი წელია უკანონო ტყვეობაში იმყოფება პოლიტიკური მოტივებით. ჩვენ ასევე შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უხელმძღვანელებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, ისევე როგორც მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ეხება.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, „რუსული კანონის“ [ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] გაუქმებას მოუწოდებს, საქართველოზე ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კონტროლს გმობს და ძლიერი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წახალისებას მოითხოვს“,- ნათქვამია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება