ნათია მეზვრიშვილი - ჩვენი პარტიის წევრზე განხორციელდა ზეწოლა და სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ნახეს ჩართული - ვაპირებთ გამოძიებას მივმართოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართ დღეს „ზეწოლა იმ მიზნით განხორციელდა, რომ მან რიგითი მასწავლებლის პოზიცია დატოვოს“.

მისი თქმით, ეს ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელი გიორგი გახარიასთან ერთად, „წინასაარჩევნო კამპანიაში ნახეს ჩართული“.

ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან საუბრისას აღნიშნა, ისინი სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო „ძალადობრივი და არასამართლიანია“

„გუშინ როგორც იცით, მატყუარა [ირაკლი] კობახიძემ განაცხადა, რომ თურმე უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს და ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. სიმართლე ისაა, რომ დღეს, დილით ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ღირსეული წარმომადგენლის მიმართ, რომელიც აგვისტოს ბოლოს პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორობიდან, გაგრძელდა დევნა, შევიწროება; იძულება, იმისა, რომ მან დატოვოს ამჯერად, უკვე რიგითი მასწავლებლის პოზიციაც. გამოგონილი მიზეზით ამ ადამიანზე დღეს განხორციელდა, პრაქტიკულად, ზეწოლა სკოლის დირექტორის მხრიდან, რომელიც ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე გახლავთ. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ემსახურებოდა სკოლას და უამრავი თაობა აღზარდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რომ ეს ადამიანი გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ნახეს. ამ ადამიანს რაიონში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. სკოლა რეალურად, დაკომპლექტებულია სრულად „ოცნების“ პარტიული აქტივით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს მივმართოთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ამავდროულად, სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს მოხდა ირაკლი კობახიძეს ეკისრება, რომელიც საზოგადოებას ატყუებს. ამავდროულად, ეკისრება პარლამენტის თავმჯდომარესაც. მისი 26 ივლისის გამოძახილია, რაც ხდება.

ის, რასაც ხელისუფლება ამბობს არის სრული სიცრუე, რეალობა რადიკალურად განსხვავებულია. წინასაარჩევნო გარემო არის ძალადობრივი და არასამართლიანი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის