ზაზა ვაშაყმაძემ საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებს, კორნეი გონჩალოვს, ალიონა ვერუხინასა და ნუგზარ ბარდაველიძეს შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საიენტოლოგიურმა ეკლესიამ, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„ჩვენ პოლიტიკის მიღმა ვართ, ჩვენთვის მთავარია სულიერი თავისუფლება და საკუთარი თავის გაუმჯობესება, ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს. ჩვენ გვაქვს სოციალური პროექტები, ეთიკური პროგრამები, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნეს სტუმრებმა.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს სააგენტოს შექმნის მიზნები, ამოცანები და განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე, ისაუბრა სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს შესახებ.

სააგენტოს ცნობით, საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს გაწევრიანდნენ ინტერელიგიურ სათათბიროში და მონაწილეობა მიიღონ რელიგიის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტში.

„სტუმრებმა, სააგენტოს თავმჯდომარეს საჩუქრად თავიანთი ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა გადასცეს. ასევე, სტუმრებსაც გადაეცათ რელიგიის სააგენტოს გამოცემები„ოკუპირებული მემკვიდრეობა", „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები" და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის