ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სტადიონის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

“რეაბილიტირებული სტადიონი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო ლითონის ღობე, განათების სისტემა და სკამები.

სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 104 500 ლარი შეადგინა, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე