მიხეილ სააკაშვილი - გამიხარდება ყველა ანტიოლიგარქიული ძალის წარმატება - მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და კოალიციური თანამშრომლობისთვის

გამიხარდება ყველა ანტიოლიგარქიული პოლიტიკური ძალის წარმატება - მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასევე სააკაშვილი მადლობას უხდის დემოკრატიულ სამყაროს მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა - ევროპის და ამერიკის ყველაზე წარმომადგენლობითი საპარლამენტთაშორისო ორგანო თავისი დღეს მიღებული რეზოლუციით, ითხოვს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასრულებას და გათავისუფლებას.

გუშინწინ იგივე მოითხოვა ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - ევროპის სახალხო პარტიამ.

დიდი მადლობა დემოკრატიულ სამყაროს ჩემი და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომეწონა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ყრილობის მრავალრიცხოვნება და ენერგია. სიმბოლურია ამ ღონისძიების რუსთავის ციხის სიახლოვეში გამართვა და სამართლიანად გახსენება ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას უკანონო პოლიტმატიმრობის, ერთადერთი მეც და თუნდაც კოალიციის ამომრჩევლების უმეტესობას გაუხარდებოდა რომ არ გამორჩენოდათ იმის ხსენება, რომ გრძელდება ჩემი უკანონო პატიმრობაც (მითუმეტეს, რომ ჩემი მეგობარი ნიკა გვარამია, დიდხანს ჩემი ადვოკატი იყო, ხოლო ნიკა მელია შიმშილობდა ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით) და სწორედ ყრილობის გამართვის დღეს შესრულდა ჩემი რუსული ტყვეობის დაწყებიდან 3 წელი.

და მაინც მე ყველა შემთხვევაში გამიხარდება ყველა ანტი-ოლიგარქიული პოლიტიკური ძალის წარმატება 26-ში. მანამდე კი ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამომრჩევლების მოყვანაზე, მოვემზადოთ ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების დასაცავად და მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის”,- წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის