პრემიერი - სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, დადგა ლგბტ პროპაგანდის  მხარეს - ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება

სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, დადგა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა.

კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონის მიმართ მხარდაჭერა საზოგადოებაში 90%-ზე მეტია და მას ოპოზიცია მხარს არ უჭერს, რადგან „ასეთია მათი დავალება“.

„ეს არის არა მათი არჩევანი, არამედ მათი დავალება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საზოგადოების 90%-ზე მეტის მხარდაჭერა აქვს ამ კანონს. 92% დაფიქსირდა ბოლო კვლევაში ამ კანონის მიმართ მხარდაჭერა და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც ასეთ დროს შენ ვერ ახერხებ დადგე ისეთ მხარეს, სადაც დგას საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მოქმედებ მხოლოდ დავალებებით და არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება