ჯუმბერ იზორია - მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა არის განვითარების, სტაბილურობის და მშვიდობის მარგალიტი რეგიონში

“ქართული ოცნების” ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბი მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

იზორიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“.

,,დღის განმავლობაში ვხვდებით ასეულობით მოქალაქეს. ადამიანები ნათლად ხედავენ იმ სიკეთეებს, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ხალხს. აქ, სამეგრელოში ორმაგად იციან მშვიდობის ფასი. მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ შექმნილ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენი ქვეყანა არის მარგალიტი განვითარების, სტაბილურობის და მშვიდობის.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერენ "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ადამიანების მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ.

არჩევნებამდე ყველა ოჯახში, ყველა უბანში და ყველა ქალაქსა თუ სოფელში მივალთ, რადგან სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს”,- განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩხოროწყუს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა - ჯუმბერ იზორიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე