გია ვოლსკი PACE-ის წევრების დეკლარაციაზე - მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე - განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში

მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციას, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.

ვოლსკის თქმით, განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, რომელიც სააკაშვილის მრჩეველი იყო.

“მორიგი სამარცხვინო შეტევა საქართველოზე. განცხადების ავტორი ესტონელი პარლამენტარი ერიკ კროსია, აგვისტოს ომის წინა პერიოდში სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში”, - წერს გია ვოლსკი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში - “არჩევნები საქართველოში - საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს