პენტაგონი უკრაინის თავზე ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შესაძლებლობაზე - ეს ომში ჩვენი სხვაგვარად ჩართვა იქნება

ჩვენ ვსაუბრობთ ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტსა და ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას ირანული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში, როგორც ამას აკეთებენ ისრაელთან.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ბრძანა უკრაინისთვის მიეწოდებინათ ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე.

„ისინი ძალიან წარმატებულად იყენებენ საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობებს, რათა გააგრძელონ თავიანთი ტერიტორიის დაბრუნება“, - აღნიშნა საბრინა სინგმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიიდან საჰაერო სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება ომში ჩართვას, პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ უპასუხა:

”ეს ჩვენი ომში სხვაგვარად ჩართვა იქნება. ახლა კი ვგრძნობთ, რომ უკრაინა წარმატებით იცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან მის ქალაქებზე, მის მოსახლეობაზე, მის ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ მათ აქვს ის მხარდაჭერა, რაც ამის გასაკეთებლად სჭირდებათ“, - აღნიშნა საბრინა სინგმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე