პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო - დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ტულკარემში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულია მრავალი სხვა ადამიანი.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (შინ ბეთი) ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დარტყმის სამიზნე იყო ზაჰი იასერ აბდ ალ-რაზექ ოუფი, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური, რამდენიმე სხვა მებრძოლთან ერთად. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოუფი უახლოეს მომავალში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა